s
"წმინდანთა ცხოვრება" - წინამდებარე წიგნი გახლავთ წმინდა დიმიტრი როსტოველი თორმეტტომეული "თვენი"-ს ქართული თარგმანი.

wmindanta cxovreba

უკვე რამოდენიმე წელია დაწყებულია წიგნის თარგმნაზე მუშაობა - მას თარგმნის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე.

წიგნი დაყოფილია 12 თვედ (12 ტომად), თითოეულ წიგნში კი დღეების მიხედვით მოცემულია წმინდანთა ცხოვრება.
შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას, სადაც უფრო მეტს შეიტყობთ წიგნის შესახებ.
(ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გვანცა კოპლატაძის წინასიტყვაობა)

ჯერჯერობით მხოლოდ მხოლოდ სექტემბრის და ოქტომბრის ტომებია გამოცემული.
საიტის მარცხენა მხარეს მოცემულია კალენდარი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა სახელები, რომელთა ცხოვრებაც არის შესული მოცემულ ტომში.

ამჟამად წიგნის შეძენა შესაძლებელია:
1) საპატრიარქოში;
2) საეკლესიო მაღაზია "ჩირაღდანში" (ლესელიძის ქუჩაზე, მაღაზია "ალილოს" წინამდებარე შესახვევში – ანტონ კათალიკოსის #28).
3) საეკლესიო მაღაზია "ალილო"-ში.
4) ვაჟა-ფშაველას #30(ბ)- წიგნების მაღაზია "ლიბრა";
5) გუდვილის წიგნების მაღაზია (დიდ დიღომში);
6) მეგალაინის წიგნების მაღაზია;
7) სამების ლავრაში;